ტურინის „იუვენტუსის“ ცნობილი გულშემატკივარი ჯამპიერო მუგინი ძალიან გაბრაზებულია და გუნდის თამაშს ანტიფეხბურთი უწოდა.
„სექტემბრიდან ჩვენ ვატარებთ ექსპერიმენტებს და ჩვენ თვეებია პაციენტები ვართ. შემდეგ მოვიდა წაგება „ლაციოსთან“, შემდეგ მოკრძალებული მატჩები და ახლა ეს. ბურთის ფლობა საძაგლობაა. როდესაც დე ლიხტი პასს ალექს სანდროს აძლევს, ის ბონუჩის აწვდის, ბონუჩი კუადრადოს და მერე პირიქით, ეს ანტიფეხბურთია. მე არ მახსოვს ასეთი საშუალო დონის და საშინელი „იუვენტუსი“, ჰორიზონტალური პასებიც არასწორი გვაქვს.
რაბიო წელიწადში 8 მილიონ ევროს იღებს, ჩვენ გვყავს პირლო და ვიდალი, ახლა კი ვხედავთ პერსონაჟებს, რომლებიც მუდმივად სირთულეებს განიცდიან. ეს პიანიჩი ბოლო წლების ყველაზე უარესი პიანიჩია, გაბრაზებული ვარ“, – თქვა მუგინიმ.