მთავარი / სიახლეები / სერია A / კორონავირუსი “იუვეს” ყოფილ ფეხბურთელს აღმოაჩნდა

კორონავირუსი “იუვეს” ყოფილ ფეხბურთელს აღმოაჩნდა

იტალიური სერია C-ს საფეხბურთო კლუბ „პიანეზეს“ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა და ეს მოთამაშე ნიგერიელ-იტალიელი თავდამსხმელი კინგ უდო გახლავთ.

22 წლის ფეხბურთელი სიენას საავადმყოფოშია მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ უდო „იუვენტუსის“ აკადემიაში 2011-2016 წლებში ირიცხებოდა და მთავარ გუნდთან ერთადაც ვარჯიშობდა.

„პიანეზემ“ კი ბოლო მატჩი „იუვეს“ 23-წლამდე გუნდთან ჩაატარა და ამიტომ, ტურინელთა სარეზერვო გუნდს დროებით კონტინასას ბაზაზე ვარჯიში აეკრძალა, სადაც ძირითადი გუნდი ემზადება, ხოლო თავად 23-წლამდელები ვინოვოზე მოემზადებიან.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …