რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობა Lega Calcio-მ ოფიციალურად დაადასტურა – „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ თამაში მაყურებლების გარეშე გაიმართება.
კორონავირუსის გამო თამაშზე გულშემატკივრები არ დაიშვებიან და დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ – „ინტერის“ ძალზე მნიშვნელოვანი თამაში 1 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.