მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვემ” ბოლო 10 წელიწადში პირველად ზედიზედ შვიდ საგარეო მატჩში გოლი გაუშვა

“იუვემ” ბოლო 10 წელიწადში პირველად ზედიზედ შვიდ საგარეო მატჩში გოლი გაუშვა

„იუვენტუსი“ მიმდინარე სეზონში მაღალი დონის სათამაშო ხარისხს ვერ აჩვენებს და ეს გარკვეულწილად დაცვაში არადამაჯერებელი თამაშის ბრალია.

ამაზე ნათლად მოწმობს სტატისტიკა, რომელიც დაფიქსირდა. მაურიციო სარის გუნდს ბოლო შვიდ საგარეო შეხვედრაში კარი მშრალად არ შეუნახავს: „სამპდორია“ 2:1, „რომა“ 2:1, „ნაპოლი“ 1:2, „ვერონა“ 1:2, „მილანი“ 1:1, „სპალი“ 2:1 და „ლიონი“ 0:1.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ბოლოს „იუვეს“ ასეთი ცუდი შედეგი 2010 წელს ჰქონდა, როდესაც გუნდს რთული პერიოდი ედგა. მას შემდეგ ზედიზედ შვიდ გასვლით მატჩში გოლი არასდროს გაუშვია. ბოლოს ტურინელებმა სტუმრად კარი მშრალად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ლევერკუზენთან“ შეინახეს (2:0). მას შემდეგ კი ორთვენახევარი გავიდა…

აქვე ისიც ვთქვათ, რომ სარის შეგირდებმა სტუმრად ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან, ერთადერთი მოიგეს (აუტსაიდერ „სპალთან“), ერთხელ ფრეს გამორჩნენ და სამჯერ წააგეს. სტატისტიკა უკვე საგანგაშოა, რაც ბოლო წლებში „იუვეს“ ნამდვილად არ ახასიათებდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …