მთავარი / სიახლეები / ანიელის მოთმინების ფიალა ივსება, ფეხბურთელებს სარისთან მუშაობა არ სურთ

ანიელის მოთმინების ფიალა ივსება, ფეხბურთელებს სარისთან მუშაობა არ სურთ

მაურიციო სარის ბედი უკვე ბეწვის ხიდზეა. La Repubblica-ცნობით, ზაფხულში ტოსკანელი სპეციალისტი გუნდს აუცილებლად დატოვებს. ფეხბურთელებს არ მოსწონთ სარის ვარჯიშის მეთოდები და მასთან მუშაობით უკმაყოფილონი არიან.

ამიტომაც, ზაფხულში განშორება გარდაუვალი იქნება. თუმცა, თუ უარყოფითი შედეგები უახლოეს ხანში გაგრძელდება, ანდრეა ანიელის მოთმინების ფიალა აევსება და მაურიციოს კარისკენ სეზონის დასრულებამდე მიუთითებს.

„იუვენტუსში“ კი მასიმილიანო ალეგრი დროებით მწვრთნელად დაბრუნდება, რომლის გაშვება გავრცელებული ცნობით თავად ანიელის არც გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ პაველ ნედვედმა და ფაბიო პარატიჩიმ სარის უპირატესობაში დაარწმუნეს. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ალეგრის “იუვესთან” სეზონის ბოლომდე ცალმხრივი კონტრაქტი ისევ აკავშირებს, რაც საჭიროების შემთხვევაში მის დაბრუნებას უფრო გაამარტივებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …