ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ლიონთან“ (0:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს თამაში მათ უფრო წააგეს, ვიდრე მეტოქემ მოიგო.
„პირველ ტამში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ვცდილობთ მაღალ წნეხში თამაშს, მაგრამ არ გამოგვივიდა. თამაში მხოლოდ მეორე ტაიმში დავიწყეთ, მაგრამ ამ დონეზე 45 წუთი საკმარისი არაა. მეორე ტაიმში რამდენიმე მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლი დაგვაკლდა.
ვფიქრობ, რომ ეს თამაში უფრო მეტად ჩვენ წავაგეთ, ვიდრე მათ მოიგეს. მათ ისეთი თამაში ჩაატარეს, როგორიც სურდათ, ყველა სივრცეები კარგად დახურეს.მომენტები გვქონდა, მაგრამ კართან ცივსისხლიანები არ ვიყავით. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ წავაგეთ. კომპლიმენტები „ლიონს“ კარგი თამაშისთვის, მაგრამ ჩვენ უკეთ უნდა გვეთამაშა.
საპასუხო მატჩი? 90 წუთის განმავლობაში სრულიად განსხვავებულად უნდა ვითამაშოთ. უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება და სწრაფი გოლი გავიტანოთ“, – თქვა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ საპასუხო მატჩი 17 მარტს გაიმართება.