ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონთან“ მარცხი განიცადა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ სტატისტიკურ მონაცემებს და ფაქტებს, რომელიც „ბებერი სინიორასთვის“ მხოლოდ საგანგაშო სიგნალია.
0 – „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ცხრა მატჩში გოლი ყოველთის გაჰქონდა, პოზიტიური სერია ლიონში შეწყდა.
2 – „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი ზედიზედ მეორედ წააგო მას შემდეგ, რაც შეჯიბრების ამ ეტაპზე მანამდე ზედიზედ 7 თამაში არ აგებდა.
2 – „იუვემ“ პლეი-ოფის სტადიაზე ბოლო სამი საგარეო მატჩიდან ორი წააგო და ეს უფრო მეტია, ვიდრე მანამდე ჩატარებულ 11 საგარეო შეხვედრაში განიცადა. ტურინელებს ფრანგულ გუნდთან წაგება 2009 წლის შემდეგ („ბორდოსთან“ 0:2) არ ჰქონდათ, მას მერე ფრანგული მეტოქეების წინააღმდეგ 4 თამაში მოიგო და ორჯერ ფრედ ითამაშა. „ლიონთან“ კი ისტორიაში პირველად დამარცხდა.
3 – 2004-2005 წლების სეზონიდან მოყოლებული მესამედ მოხდა, რომ „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი კარში დარტყმის გარეშე დაასრულა. მანამდე ორი შემთხვევა 2014 წელს „ატლეტიკოსთან“ და 2006 წელს „არსენალთან“ დაფიქსირდა.
26 – „იუვენტუსმა“ „ლიონთან“ მატჩში კარისკენ პირველად 26-ე წუთზე დაარტყა. მიმდინარე სეზონში ყველა თამაშში პირველი დარტყმა 22-ე წუთამდე ფიქსირდებოდა.