„რომასთან“ შეხვედრაში პაულო დიბალა შეცვლით უკმაყოფილო დარჩა და მაურიციო სარისადმი უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა.
საერთოდ, არგენტინელისთვის ეს სიახლე არაა და მასიმილიანო ალეგრისთან ამის გამო ხშირად ჰქონდა მცირე კონფლიქტი. სარიმ „ჯალოროსისთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ნორმალური რეაქცია იყო და დიბალა თუ კარგად ითამაშებს, როგორც ახლა, მისგან არაფერი ეწყინება.
იტალიური მედია წერს, რომ მიუხედავად პაულოს ამ უსიამოვნო საქციელისა, „იუვენტუსი“ ახალ კონტრაქტთან ახლოსაა.
2020 წელს მხარეები თანამშრომლობას გააგრძელებენ. დიბალას მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და სეზონში 7 მილიონ ევროს იღებს. განახლებული პირობებით კი, 2024 წლამდე ითამაშებს ტურინში და მისი ხელფასი 10 მილიონ ევრომდე გაიზრდება.