მიუნხენის ბაიერნის გერმანელი მეკარე მანუელ ნოიერი შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ ტურინის იუვენტუსში გადაბარგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, გერმანელი მეკარე წუხს მიუნხენურ კლუბში თავისი მომავლის შესახებ. ალექსანდრ ნიუბელის შეძენის შემდეგ, მეკარის სათამაშო დრო შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს.
ფრანგი ჟურნალისტების თქმით, იუვენტუსი ყურადღებით აკვირდება გერმანელი მეკარის გარშემო არსებულ ვითარებას და ისინი მზად არიან მიმდინარე სეზონის ბოლოს ნოიერი კლუბში მიიწვიონ.
მანუელ ნოიერი მიუნხენელებს 2011 წელს შეუერთა შალკედან. სხვათაშორის ალექსანდრ ნიუბელიც “მაღაროელებიდან” გადავიდა ბაიერნში.