პაულო დიბალას საკითხი დღის წესრიგიდან არ გადის. La Repubblica-ს ინფორმაციით, პაულოს მაურიციო სარიმაც აცნობა, რომ მის გეგმებში არ ჯდება. შესაბამისად, არგენტინელს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი გუნდის ძებნა მოუწევს.
„მანჩესტერისა“ და პსჟ-ს შემდეგ სცენაზე „ინტერიც“ გამოჩნდა და ისევ განიხილება მაურო იკარდისთან ბარტერი. დიბალას თანამემამულესთვის დაურეკია და უკითხვას მილანური ცხოვრების შესახებ – როგორია ლომბარდიის დედაქალაქში ყოფნა.
თავის მხრივ არახალია, რომ იკარდი „იუვენტუსის“ ინტერესის სფეროშია და „ინტერში“ აღარ დაედგომება. ამავდროულად, კრიშტიანუ რონალდუმ იკარდის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო და მასთან ერთად თამაშზე ყაბულსაა.
თუ გარიგება შედგება, „ინტერს“ თანხის დამატებაც მოუწევს, რადგან ამ ეტაპზე დიბალა გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე იკარდი.