ტურინის „იუვენტუსის“ თავდასხმის ხაზში რევოლუციაა. მოიზე კინის წასვლის შემდეგ რამდენიმე შემტევი გუნდის დატოვების რეალური კანდიდატია. განსაკუთრებით მარიო მანჯუკიჩი და პაულო დიბალა.
მაურიციო სარი 4-3-3 სქემით აპირებს თამაშს. უკვე დაანონსა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მარცხენა შემტევი იქნება, რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს, დიდი ალბათობით ფედერიკო ბერნარდესკი ჩაიბარებს, რომელიც ამ პოზიციაზე აზიურ ტურნეში ირჯებოდა და ყველა სპარინგში 90 წუთი ითამაშა. ხუან კუადრადო გუნდში რჩება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ კოლუმბიელს სარი მარჯვენა მცველის პოზიციაზე უფრო განიხილავს, ვიდრე შეტევაში. მითუფრო ჟოაუ კანსელუს გასხვისების შემდეგ.
მარცხენა და მარჯვენა ფლანგზე კარგი ალტერნატივაა დუგლას კოშტაც, რომელიც სავარაუდოდ დარჩება ტურინში. რჩება ცენტრფორვარდის პოზიცია, სადაც მანჯუკიჩი და გონსალო იგუაინი არიან გუნდში, მაგრამ მათი დარჩენა გადაწყვეტილი არაა. სწორედ ამიტომ უნდა „იუვეს“ პაულო დიბალს რომელუ ლუკაკუში გაცვლა, ან უკიდურეს შემთხვევაში მაურო იკარდი. თავის მხრივ, თუ დიბალას დარჩენა მოუწევს, სარი გამთამაშებლის (თუმცა, 4-3-3 სქემაში ეს ამპლუა უმნიშვნელო ხდება) ან ცრუ ცხრიანის პოზიციაზე განიხილავს.
Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის შეტევაში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა და ფედერიკო ბერნარდესკის პოზიციებია ნათელი და მყარი.