ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუს სეზონის მიზანი დაუსახა. როგორც Tuttosport-ი წერს, იტალიელმა სპეციალისტმა პორტუგალიელს უთხრა, რომ ამ სეზონში მინიმუმ 40 გოლი უნდა გაიტანოს.
„მინდა, რომ ამ სეზონში 40-ზე მეტი გოლი გაიტანო“, – უთქვამს სარის კრიშტიანუსთვის.
ჯერჯერობით, რონალდუს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 2 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი, როდესაც „ნაპოლის“ დამწუხრება შეძლო.