ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ იტალიის ნაკრებში 91-ე თამაში ჩაატარა და ამ კუთხით საუკეთესო ათეულში შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ლეონარდო ლეგენდარულ ალესანდრო დელ პიეროს გაუთანაბრდა, რომელსაც 1995-2008 წლებში ასევე 91-ჯერ დაუცავს „სკუადრა აძურას“ ღირსება.
რაც შეეხება ბონუჩის, მისი დებიუტი იტალიის ნაკრებში 2010 წელს შედგა და 7 გოლის გატანაც მოასწრო.
საუკეთესო ათეული ამ დროისთვის ასეთია:
1. ჯანლუიჯი ბუფონი – 176 თამაში
2. ფაბიო კანავარო – 136 თამაში
3. პაოლო მალდინი – 126 თამაში
4. დანიელე დე როსი – 117 თამაში
5. ანდრეა პირლო – 116 თამაში
6. დინო ძოფი – 112 თამაში
7. ჯორჯო კიელინი – 103 თამაში
8. ჯანლუკა ძამბროტა – 98 თამაში
9. ჯაჩინტო ფაკეტი – 94 თამაში
10-11. ლეონარდო ბონუჩი – 91 თამაში
10-11. ალესანდრო დელ პიერო – 91 თამაში