ანდრეა ბარძალის „იუვენტუსში“ დაბრუნება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. Tuttosport-ის ცნობით, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ადგილს მაურიციო სარის სამწვრთნელო შტაბში დაიკავებს და დაცვის ხაზის დამხმარედ იმუშავებს.
აღნიშნული ინფორმაცია სანაკრებო პაუზის შემდეგ ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.
შეგახსენებთ, რომ ბარძალი „იუვეში“ 2011-2019 წლებში თამაშობდა და კარიერა მიმდინარე წლის მაისში დაასრულა.