მთავარი / სიახლეები / დუგლას კოშტა: “არასდროს მიფიქრია “იუვეს” დატოვება”

დუგლას კოშტა: “არასდროს მიფიქრია “იუვეს” დატოვება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დუგლას კოშტამ ჯოვანი ბრანჩინის სიტყვები უარყო, რომლის მიხედვითაც ბრაზილიელის მიმართ რამდენიმე კვირის წინ სერიოზულ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენდა.

დუგლასმა ინსტაგრამში სთორიში დაწერა:

„ვწერ, რომ უარვყო დღეს გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს ჩემი სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი. არასდროს მიფიქრია ტურინის დატოვება და თავიდანვე ნათელი გახლდათ, რომ აქ ვრჩებოდი ტიტულების მოსაგებად „იუვეს“ მაისურთან ერთად. ერთადერთი ადამიანი, რომელიც უფლებამოსილია ისაუბროს ჩემი სახელით, ჩემი აგენტი ჟუნიორ მენდოსაა“, – დაწერა დუგლასმა.

შეგახსენებთ, რომ კოშტამ სეზონი ჩინებულად დაიწყო და იტალიური მედიის ინფორმაციით, მაურიციო სარი მასზე ძალიან დიდ იმედს ამყარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …