Cies-მა გუნდების ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობების სია გამოაქვეყნა. საქმე ეხება მოქმედი შემადგენლობების შესაქმენლად დახარჯულ თანხებს.
როგორც აღმოჩნდა, „იუვენტუსს“ იმ შემადგენლობის შესაკრებად (შესასყიდად) 719 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწია და ეს მეხუთე შედეგია მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო იტალიაში საუკეთესოა.
ლიდერი კი „მანჩესტერ სიტია“, რომელმაც შემადგენლობისთვის მილიარდ ევროზე მეტი გაიღო და პირველი კლუბი გახდა ისტორიაში, რომელიც ამ მაჩვენებელს გადასცდა.
1. „მანჩესტერ სიტი“ – 1.014 მილიარდი ევრო
2. „პსჟ“ – 913 მილიონი ევრო
3. „რეალი“ – 902 მილიონი ევრო
4. „მანჩესტერი“ – 751 მილიონი ევრო
5. „იუვენტუსი“ – 719 მილიონი ევრო
6. „ბარსელონა“ – 697 მილიონი ევრო
7. „ლივერპული“ – 639 მილიონი ევრო
8. „ჩელსი“ – 561 მილიონი ევრო
9. „ატლეტიკო“ – 550 მილიონი ევრო
10. „არსენალი“ – 498 მილიონი ევრო