ტურინის „იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბმა გონსალო იგუაინისთვის შანსის მიცემა სეზონის ბოლომდე გადაწყვიტა.Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, „პიპიტას“ ზამთარში შესაძლო გაყიდვის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.
ზაფხულში კი, იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ სეზონს ჩაატარებს არგეტინელი ფორვარდი.
შეგახსენებთ, რომ იგუაინი „იუვენტუსს“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და თავდაპირველად კლუბის მისი გასხვისება სურდა, მაგრამ გონსალო ტურინში დარჩა და მიმდინარე სეზონის 2 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.