ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო მის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია.
გარდა ამისა, გერმანელმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და მის ამბიციას ხაზი გაუსვა.
„ჩემი კარიერის განმავლობაში ყოველთვის კარგი მწვრთნელები მყავდა. ყველასგან რაღაც ვისწავლე. პოზიტიური ასპექტების გათვალისწინებით და იმით, რაც არ მომწონდა. ყველაზე შთამბეჭდავი მოურინიო იყო, რომელიც მენდობოდა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ „შტუტგარტიდან“ „რეალში“ გადავედი და ეს გადამწყვეტი ნაბიჯი იყო. მან ბევრი ტექნიკური ცოდნა მომცა და გამაუმჯობესა, როგორც ადამიანი. მასთან დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და დღემდე ვგრძნობ, მისით აღფრთოვანებული ვარ, ამიტომაც, ჩემი ფავორიტი მწვრთნელია.
კრიშტიანუ რონალდუ საოცარი ფეხბურთელია, გარდა იმისა, რომ ფანტასტიკური ადამიანია. მასთან 7 წელი ვითამაშე, 5 „რეალში“, 2 „იუვეში“. ჩემთვის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მისი ამბიცია ყოველთვის გამარჯვებაა, თუნდაც ვარჯიშის დროს. ის მაგალითია ნებისმიერისთვის და ამიტომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესია. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ვარჯიშის შესაძლებლობა მაქვს“, – თქვა ხედირამ.