დანიელე რუგანის „იუვენტუსი“ ცალი ფეხით დატოვებული აქვს. Corriere Dello Sport-ის ცნობით, მიუხედავად მაურიციო სარის ფაქტორისა, რომელიც რუგანის „ემპოლიში“ წვრთნიდა და სწორედ მის სახელს უკავშირდება დანიელე პროგრესი, ხოლო შემდეგ „ნაპოლისა“ და „ჩელსიში“ წაყვანა ძალიან სურდა, გუნდს დატოვებს.
საქმე ისაა, რომ ტურინში დიდი კონკურენციაა. „ატლეტიკოსთან“ სპარინგში რუგანის გარდა ყველა ცენტრალურ მცველს მიეცა სათამაშო დრო, მაგრამ დანიელე 90 წუთი თადარიგში დარჩა.
მოსალოდნელია, რომ „იუვეში“ დარჩენის შემთხვევაში მისი სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება, ვიდრე გასულ სეზონში. საერთოდ, რუგანიმ გასულ 4 წელში ბევრი ტიტული მოიგო, მაგრამ ძალიან ცოტას თამაშობდა.
ახლა კი 25 წლისაა და მოვიდა დრო, რომ სათამაშო პრაქტიკაზე იფიქროს. „რომას“ მისი დამატება ძალიან უნდა და კოსტას მანოლასის შემცვლელად მოიაზრებს. თუმცა, საქმე ისაა, რომ ფეხბურთელს „იუვენტუსის“ დატოვება საიჯარო ხელშერკულებით არ სურს. დედაქალაქელები კი, მზად არიან დანიელე სწორედ იჯარით აიყვანონ, შესაძლო გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც 30 მილიონი ევრო დაუჯდებათ.