ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. კოლუმბიელი ფეხბურთელის განცხადებით, ინტენსიურად მუშაობენ.
„სარისთან მუშაობა ძალიან კარგია და ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ. ატმოსფერო შესანიშნავი იყო, დიდი ინტენსივობით ვმუშაობთ და კონცენტრირებული ვართ ბურთზე, რომ თამაშის რიმი სწრაფად შევცვალოთ“, – თქვა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ატლეტიკოსთან“ ამხანაგური თამაში 1:2 წააგო. მომდევნო შეხვედრას კი 14 აგვისტოს „იუვეს“ მეორე გუნდთან გამართავს.