ტურინის „იუვენტუსის“ შემტევმა დუგლას კოშტამ „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდის თამაში წინა წელთან შედარებით ძალიან შეიცვალა.
„სამწუხაროა შედეგი, მაგრამ გუნდი უმატებს. წინა წელთან შედარებით ძალიან შევიცვალეთ და ზოგიერთ ასპექტში განვითარება უნდა გავაგრძელოთ. თუმცა, პოზიტიურია, რომ კარში ხშირად ვურტყამთ. ჩემი დაბრუნებით კი ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემი საუკეთესო კონდიციები უნდა დავიბრუნო“, – აღნიშნა კოშტამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ატლეტიკოსთან“ ამხანაგური თამაში 1:2 წააგო. მომდევნო შეხვედრას კი 14 აგვისტოს „იუვეს“ მეორე გუნდთან გამართავს.