ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ატლეტიკოსთან“ მატჩი შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდში ძალიან ბევრი ფეხბურთელია და ამჟამინდელი მდგომარეობით 6 მოთამაშის ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვება მოუწევს.
„ამ საღამოს კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში კარგი ტექნიკური ხარისხი ვაჩვენეთ, მეორე ნახევარში მომეწონა ეს ასპექტი. ბოლომდე ვიბრძოდით, რამდენიმე ფეხბურთელი ახლახან შემოგვიერთდა, რამდენიმეს კი, მაგალითად ხედირასა და დუგლას კოშტას დიდი ხანია არ უთამაშიათ. ამიტომ, რამდენი კუთხით ისევ უკან ვართ. მეორე გოლის მსგავსი არასდროს უნდა გავუშვათ, მაგრამ ფაქტია, გავუშვით.
ბურთით თამაში დაცვით ფაზაში გასაუმჯობესებელია, თუმცა მე კმაყოფილი ვარ, რადგან თამაშს ვაკონტროლებდით და ბურთს ვფლობდით.
დუგლას კოშტა არის ფეხბურთელი, რომელიც ყველა სახის ფეხბურთს შეესაბამება. ძალიან ბევრს მუაობა და თუ ასეთი დამოკიდებულებით გააგრძელებს, კიდევ უფრო შევა ფორმაში. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.
გუნდიდან წამსვლელები? წარმოდგენა გაქვთ ჩვენი შემადგენლობის შესახებ? 6 ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა აღმოჩნდება, მაგრამ ეს არცერთ გამოცემაში არ წამიკითხავს.
6 ფეხბურთელის შემადგენლობიდან ამოღება სირთულეებს გვიქნის. სატრანსფერო ბაზრის ბოლო 20 დღე ჩვენთვის რთული იქნება, რადგან არსებობს რისკი, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები ნუსხის მიღმა დარჩნენ“, – თქვა სარიმ.