მთავარი / სიახლეები / “იუვე” “ატლეტიკოსთან” დამარცხდა

“იუვე” “ატლეტიკოსთან” დამარცხდა

ტურინის „იუვენტუსმა“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა და წარუმატებლად. „ტოტენჰემთან“ მარცხისა და „ინტერთან“ ფრის შემდეგ მაურიციო სარის „იუვე“ ისევ გამარჯვების გარეშეა.

ტურინულმა გუნდმა „ატლეტიკოსთან“ თანაბრად ითამაშა, მაგრამ ესპანურმა გუნდმა თავისი საგოლე შანსები გაცილებით კარგად გამოიყენა. ჩინებულად ითამაშა ჟოაო ფელიშმა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა. პორტუგალიელის იყო ორივე გოლი, უბრალოდ პირველ ეპიზოდში ბურთი ტომას ლემარს შეეხო და გოლიც მას ჩაეთვალა.

ამ ეპიზოდიდან 5 წუთში სამი ხედირამ გათანაბრება მოახერხა, მაგრამ სიხარული ნაადრევი გამოდგა. 4 წუთში მატიას დე ლიხტი ჩავარდა და ფელიშმა ესპანელები ისევ წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში არაერთი მცდელობის მიუხედავად, „იუვემ“ გათანაბრება ვერ მოახერხა. თვალსაჩინო იყო ბევრი შეცდომა დაცვის ხაზში და არაზუსტი გადაცემები. აშკარაა, მაურიციო სარი გუნდის თამაშს აყალიბებებს, მაგრამ ეს პროცესი ნელ-ნელა იწელება. „იუვემ“ აქამდე 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და გამარჯება ჯერაც არ მოუპოვებია. რაც მთავარია, ხსენებულ შეხვედრებში 9 გოლი გაუშვა.

„იუვენტუსი“ მომდევნო და ბოლო ამხანაგურ მატჩს 14 აგვისტო „იუვენტუსის“ მეორე გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

„ატლეტიკო“ – „იუვენტუსი“ 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 ლემარი (24), 1:1 ხედირა (29), 2:1 ჟოაო ფელიში (33)

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი (ბუფონი 59); დე შილიო (დანილო 71), დე ლიხტი (დემირალი 71), კიელინი (ბონუჩი 46), ალექს სანდრო (კუადრადო 59); ხედირა (მატუიდი 60), პიანიჩი (ბენტანკური 60), რაბიო (ემრე ჯანი 71); დუგლას კოშტა (ბერნარდესკი 60), იგუაინი (დიბალა 60), რონალდუ (მანჯუკიჩ 71)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *