ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები დანიელე რუგანი და პაულო დიბალა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. იტალიური მედია იტყობინება, რომ მათი ტესტების პირველი პასუხები უარყოფითია.
ახლა ისინი მეორე ტესტების პასუხებს ელოდებიან, რომ საბოლოო განკურნება დადასტურდეს.
დიბალა 22 მარტს დაინფიცირდა, ხოლო რუგანი კიდევ უფრო მანამდე, 11 მარტს. ასევე დადასტურდა, რომ ბლეზ მატუიდიც განიკურნა. ფრანგის ორივე ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა.