ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ კორონავირუსთან ბრძოლაში თავისი მოკრძა;ებული წვლილი შეიტანა. ალექსი ლოს ანჯელესში, თავისი რესტორნის თანამშრომლებთან ერთად ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრა და საკვები მიუტანა.
„ბედნიერი ვარ, რომ სტაფთან ერთად ლოს ანჯელესში მცირე წვლილი შევიტანეთ. როდესაც იტალიიდან შორს ხარ, ყველაფერს სხვა თვალით უყურებ, კარგსაც და ცუდსაც. იტალია ახლა რა ბრძოლას განიცდის, ამით მთელ მსოფლიოს დიდ მესიჯს უგზავნის, უზარმაზარი სირთულეები სხვა ქვეყნებსაც აქვთ, მათ შორის აშშ-ს. სიამაყე, ერთიანობა და არასდროს დანებება არის ის, რაც ახლა გვჭირდება“, – თქვა ალექსმა.