მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “სეზონის დასაწყისში ფორმაში არ ვიყავი”

დე ლიხტი: “სეზონის დასაწყისში ფორმაში არ ვიყავი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა განაცხადა, რომ სეზონის დასაწყისში გაუჭირდა, რადგან ფორმაში არ იყო. გარდა ამისა, ჰოლანდიელი მიიჩნევს, რომ მაურიციო სარისა და ერიკ ტენ ჰაგს („აიაქსის“ მწვრთნელი) შორის მსგავსებაა.

„სარი ტენ ჰაგს ჰგავს, მაგრამ იტალიაში ის უფრო ავტომატურია. იცის, როგორ გამოიყენოს ზეწოლა, როგორც დავიწყოთ შეტევა დაცვიდან. „აიაქსში“ ვიცოდით, როგორ უნდა გვემართა ზეწოლა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ფეხბურთელებზე იყო დამოკიდებული. ჰოლანდიაში მცველებს გოლების გატანაც შეუძლიათ, მაგრამ აქ ეს ნაკლებადაა აპრობირებული, რადგან ყველას თავისი როლი აქვს.

„იუვესა“ და „აიაქსს“ შორის მოლაპარაკებები დიდხანს მიმდინარეობდა. გუნდთან შედარებით შეკრება ორი კვირით გვიან დავიწყედა მაშინვე აზიაში გავემართეთ, ნავარჯიშებიც კი არ მქონდა. ორი დღის შემდეგ კი „ტოტენჰემთან“ მოედანზე გავედი და 20 წუთში სუნთქვა მიჭირდა. სეზონის დასაწყისში ფორმაში არ ვიყავი.

„აიაქსს“ შესანიშნავი ახალგაზრდული სკოლა აქვს, დიდი სექტორია და მთავარ გუნდში თამაშის შანსი ეძლევათ. „აიაქსში“ 14 წლიდან ბურთი მთავარია, მცირე ყურადღება ექცევა ფიზიკურ ვარჯიშს, რადგან მთავარი ტექნიკაა“, – აღნიშნა დე ლიხტმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …