ესპანურმა მედიამ დაწერა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა ზაფხულში „იუვენტუსი“ დატოვოს და კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას Sportmediaset-ი გამოეხმაურა.
გამოცემა იტყობინება, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ჭორებია, მაგრამ გამორიცხული არაფერია, რადგან ტურინელებმა მიმდინარე სეზონში 50 მილიონი ევრო იზარალეს. კორონავირუსის ფონზე კი, ფინანსური ზარალის გაზრდა მოსალოდნელია.
იქედან გამომდინარე, რომ კრიშტიანუ სეზონში 31 მილიონ ევროს იღებს, მართლაც არაა გამორიცხული, რომ „იუვემ“ ფეხბურთელის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა, პარალელურად, განიხილება კონტრაქტის გახანგრძლივების ვარინტიც ორი წლით, 2024 წლის ზაფხულამდე.
ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია და წესით, სატრანსფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად უფრო ბევრი რამ გახდება ცნობილი.