ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო ბირინდელიმ Tuttojuve-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ტურინელებს ჰარი კეინის შეძენა და ჯანლუიჯი ბუფონთან კონტრაქტის გახანგრძლივება ურჩია.
– როგორ ატარებთ დღეებს კარანტინში?
– საბედნიეროდ დიდი ოჯახი მყავს და ამიტომ დრო სწრაფად გადის. ბაღი მაძევს საშუალებას ცოტა ხნით გარეთაც ვიყო. ვვარჯიშობს, ვკითხულობ, როგორც გითხარით დრო სწრაფად გადის.
– „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ისევ, რომ იყოთ, სახლში ვარჯიში რთული იქნებოდა?
– რა თქმა უნდა, თუმცა ისიც ცხადია, რომ ახლა გაცილებით ადვილი სახლში სავარჯიშო დარბაზის მოწყობა, ვიდრე ადრე.
– საუბარი იკარდი-პიანიჩის გაცვლაზე, თქვენ რას ფიქრობთ?
– დღეს სატრანსფერო ბაზარზე საუბარი რთულია, მაგრამ მე ამ გაცვლას არ გავაკეთებდი. თუ ხელმძღვანელობა სარის დატოვებას მომდევნო სეზონშიც აპირებს, პიანიჩის სტილის მოთამაშე მისთვის ფუნდამენტურია.
– „იუვენტუსი“ 9 ნომერს ეძებს. იკარდის გარდა, არსებობს ჰარი კეინის ვარიანტიც…
– კეინი სხვა ტიპის ფეხბურთელია, ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა სტილის თავდამსხმელებზე. ინგლისელს ცრუ ცხრიანზე და საჯარიმოშიც შეუძლია ბრწყინვალედ თამაში, როდესაც საჯარიმოდან გამოდის პრაქტიკულად გამთამაშებელი ხდება და თანაგუნდელებს ეხმარება. ის ნამდვილი გოლეადორი და ლიდერია, სრულყოფილი თავდამსხმელია, როგორიც ბევრი არაა.
– კეინი იკარდიზე უკეთესი იქნება რონალდუსა და დიბალასთან სამეულში სათამაშოდ?
– დიახ,რადგან სარის სტილისთვის, რომელიც მოედნის ბოლო 30 მეტრში ცენტრიდან შეტევას ანიჭებს უპირატესობას, ასეთი ფორვარდი აუცლებელია. „იუვენტუსს“ ნახევარდაცვში ეს აკლია, ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებს შორის კონტაქტი, რაც კონტეს „იუვეში“ იყო, როდესაც შუაში ვიდალი, პოგბა და მარკიზიო თამაშობდნენ.
– თქვენ არ ახსენეთ ანდრეა პირლო. მისი როლი ალბათ „რეჯისტაში“ მოიაზრეთ?
– ზუსტად, „იუვეს“ ადრე პირლო ჰყავდა, ახლა ამ პოზიციაზე პიანიჩი ჰყავს, იგივე მახასიათებლები აქვთ.
– ფიქრობთ, რომ ბუფონი კონტრაქტს გაახანგრძლივებს?
– ჯერ კიდევ კარგად თამაშბს და ისევ მნიშვნელოვანია კლუბის შიდა სამზარეულოში, რაც ამ სეზონში უკვე დაამტკიცა. შჩესნისთან თავს კაგად გრძნობს და მათ შორის ცუდი ურთიერთობა არაა. ვეთანხმები, რომ კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს. არმგონია, რომ ის მხოლოდ 2022 წელს მუნდიალზე თამაშის სურვილით თამაშობდეს. უბრალოდ ჯიჯი იქამდე ითამაშებს, სანამ სურვილი ექნება.