ტურინის „იუვენტუსი“ სანდრო ტონალისთვის ბრძოლაში ჩართულია. იტალიური მედიის ცნობით, ნიჭიერი ფეხბურთელის გადაბირება „იუვესთან“ ერთად მილანის „ინტერსაც“ სურს და ზაფხულში მათ შორის სატრანსფერო ბრძოლა გაჩაღდება.
მასიმო ჩელინო ტალანტის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ „იუვენტუსი“ ცდილობს სხვა გზებსაც მიმართოს და შესაძლოა რომელიმე ფეხბურთელის „ბრეშაში“ გაშვებით სატრანსფერო თახის დაკლებაც სცადოს.
ფაქტია, რომ მატიას დე ლიხტისა და დეიან კულუსევსკის ტრანსფერების შემდეგ ტონალის ყიდვა კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ „იუვენტუსში“ შემადგენლობის გაახალგაზრდავების გზას ადგას.