მთავარი / სიახლეები / რონალდუს სასჯელი ცნობილია

რონალდუს სასჯელი ცნობილია

კრიშტიანუ რონალდუს უეფამ სასჯელი გამოუტანა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა „ატლეტიკოსთან“ პორტუგალიელის ნაჩვენებ ჟესტზე იმსჯელა და ზუსტად იგივე სასჯელი გამოუტანა, როგორიც მანამდე დიეგო სიმეონეს.

შედეგად, კრიშტიანუ დისკვალიფიკაციას გადაურჩა და მხოლოდ 20 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

შესაბამისად, რონალდუ „აიაქსთან“ უპრობლემოდ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ „იუვე“ „აიაქსს“ ამსტერდამში 10 აპრილს ესტუმრება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …