მთავარი / სიახლეები / ტაკონი: “ფულზე უარი ვთქვი და “იუვენტუსში” დავრჩი”

ტაკონი: “ფულზე უარი ვთქვი და “იუვენტუსში” დავრჩი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე სტეფანო ტაკონი (1983-1992) ლეგენდარულ კოლეგა ჯანლუიჯი ბუფონს კარიერის დასრულებას ურჩევს. მისი თქმით, დრო მოვიდა ჯიჯი ფეხბურთიდან წავიდეს.

გარდა ამისა, ტაკონიმ სხვა საინტერესო საკითხებზეც ისაუბრა.

ბუფონი – ჩემპიონთა ლიგაზე დაშვებული შეცდომა ცხადყოფს, რომ ალბათ დრო მოვიდა, კარიერა დაასრულოს. 42 წლის ასაკში არ შეიძლება იყოს ბევრი რამის მოლოდინი.

სერია A-ს საუკეთესო მეკარე – შჩესნი. მიუხედავად იმისა, რომ დონარუმა ბოლო დროს ძალიან დამაჯერებელია. სამწუხაროდ, იტალიური სამეკარეო სკოლა პრაქტიკულად აღარ არსებობს.

1990 წლის მუნდიალი – იმ მუნდიალზე ძირითადი მეკარე რომ ვყოფილიყავი, ჩემპიონები გავხდებოდით. ეს იყო ძენგასთან კონკურენციის წლები. მე და ვალტერი ყველაზე ძლიერი იტალიელი მეკარეები ვიყავით. მეტოქეობა? – საბედნიეროდ, ეს ჩვენს შორის აღარ არსებობს.

საუკეთესო ფეხბურთელი – ჩემთვის საამაყო იყო ამდენ ჩემპიონთან თამაში. ჩემი დროის ფეხბურთის დღევანდელთან შედარება შეუძლებელია, მაშინ სხვანაირი თამაში იყო. ბაჯო არ ყოფილა საუკეთესო, რომელთანაც მითამაშია. მწვრთნელები? ტრაპატონისთვის ადვილი არ ყოფილა ამდენი ჩემპიონის გასახდელში მართვა. ძოფი კი, ჩემთვის მეორე მამასავით იყო.

წარსული – იყო დრო, როდესაც ლუჩანო მოჯი „ნაპოლიში“ მუშაობდა და „ნაპოლიში“ გადასვლას მთავაზობდა მილიონზე მეტი ლირა შემომთავაზა, თუმცა, უარი ვთქვი და „იუვენტუსში“ დავრჩი. ახლა კი ფეხბურთელები მხოლოდ ფულზე ფიქრობენ. საუკეთესო სეივი? – ტოკიოში, საკონტინტენთაშორისო თასზე „არგენტინოს ხუნიორსთან“ მატჩში შევასრულე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …