მთავარი / სიახლეები / ჯენტილე: “ჯერჯერობით სეზონი შესანიშნავად მიმდინარეობს”

ჯენტილე: “ჯერჯერობით სეზონი შესანიშნავად მიმდინარეობს”

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ კლაუდიო ჯენტილემ TuttoJuve-ს ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად „ბებერ სინიორას“ დაეთმო.

– იმის გათვალისწინებით, რომ სანაკრებო პაუზაა, რა ბალანსი შეიძლება გააკეთოს „იუვენტუსმა“?

– ფანტასტიკური სეზონია. ჩემპიონატში 15-ქულიანი უპირატესობა აქვს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიცაა. ჯერჯერობით დიდებული სეზონია.

– „ჯენოასთან უფერულ თამაშზე რას ფიქრობთ?

– შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ასეთი რამ სეზონის მიმდინარეობისას ხდება. აშკარაა, რომ გენუამდე „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგას დიდი ენერგია დაახარჯა. თანაც, მარცხის მიუხედავად, უპირატესობა ისევ ძალიან დიდია.

– ცოტა ხნის წინ ჯოვანი ტრაპატონის დაბადების დღე იყო, რომელიც „იუვეს“ ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია. აქვს საერთო თვისება „იუვენტუსთან“?

– ტრაპატონის კარგად ვიცნობ, როგორც ადამიანს და როგორც მწვრთნელს. მან დიდ წარმატებებს მიაღწია და არაერთი ტიტული მოიგო. ალეგრი კი ძალიან ახლოსაა ზედიზედ მეხუთე სკუდეტოსთან, ორი წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროსაც ძალიან არ გაუმართლა. ამჟამად, მასიმილიანო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილადაა.

– ალეგრი ისეთივე დიდია, როგორც ტრაპატონი?

– თუ მწვრთნელი ვერ ახერხებს გუნდის მართვას, შედეგებს ვერ მიაღწევს. ჩემი კარიერის განმავლობაში მიმუშავია ბეარძოტთან, რომელიც ახერხებდა ისეთი ტექნიკური სამუშაოს შესრულებას, რომელსაც სხვა ვერ შეძლებდა. მწვრთნელი გასახდელში ძალიან მნიშვნელოვანი. ალეგრი ძალიან მაგარია და ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის მართვაში. ეს ადვილი არაა, რადგან საუკეთესო ფეხბურთელებთან უწევს მუშაობა.

– კრიშტიანუ რონალდუზე რას ფიქრობთ?

– რონალდუ პასუხობს ქომაგებისა და გუნდის ხელმძღვანელობის მოთხოვნებს, რომელიც სეზონის წინ წაუყენეს. ის დიდი ჩემპიონია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად დაიმატეს. ტიტულის, რომელიც წლებია „იუვეს“ არ მოუგია.

– რონალდუს მოსვლით დიბალა ჩრდილში მოექცა. რას ფიქრობთ მის სეზონზე?

– ვთქვი, რომ ალეგრი გუნდის მართვაში გამორჩეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ათამაშებს იმათ, ვინც მოცემულ მომენტში უკეთეს ფორმაში არიან. ჩემი აზრით, დიბალას შეუძლია მნიშვნელოვან მომენტებში გადამწყვეტი როლის თამაში. დარწმუნებული ვარ მომდევნო მატჩებში უფრო მეტი დრო დაეთმობა.

– იკარდისა და დიბალას შესაძლო ბარტერი?

– „იუვენტუსს“ ამ მომენტში არ სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, როგორიც იკარდია. უმჯობესია, მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდეთ. ვფიქრობ, „იუვეს“ ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს.

– ბონუჩი და კიელინის შესახებ კითხვები არ არსებობს, თუმცა არის ერთი პრობლემა – ასაკი. ფიქრობთ, რომ რუგანი არის მათი მემკვიდრე თუ ისევ სჭირდება ორი ძირითადი შემადგენლობის წევრის მხარდაჭერა?

– რუგანი საინტერესო ახალგაზრდაა, რომელიც უნდა გაიზარდოს, რადგან, როდესაც მისი დო დადგება, არ უნდა შეცდეს. ამ ბიჭზე დიდი იმედი არსებობს, თანაც ბოლო წლებში მის პოზიციაზე ბევრი ტალანტი არაა. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც კიელინი, ბონუჩი და ბარძალი არიან გაქრნენ.

– თანამედროვე მცველებიდან შეიძლება ეს იყოს დე ლიგტი…

– 70-იან, 80-იან წლებში იტალიელი მცველები მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ. ახლა კი ევროპის მასშტაბით ვეძებთ. „იუვეს“ დონის გუნდში თამაშისთვის საჭიროა შესაბამისი თვისებები და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა. ჩემი აზრით. ორი-სამი წლის განმავლობაში მწვრთელის თვისებები კარგად უნდ შეფასდეს, მაგრამ მანამდე ეს არ უნდა მოხდეს.

– „აიაქსთან“ მატჩზე რა აზრის ხართ?

– არ იქნება ადვილი მატჩები. ამ გუნდის წინააღმდეგ დიდი ყურადღებაა საჭირო. „აიაქსმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალის“ დამარცხებით დაამტკიცა რა შეუძლია. განსაკუთრებით კი, წაგებული მატჩის შემდეგ შეუძლია სიტუაციის შეცვლა. ეს გუნდი ზოგჯერ რისკზე მიდის, მაგრამ სწრაფი, ტექნიკური და ხარისხიანი ფეხბურთელბი ჰყავს. მადრიდში თამაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც ბოლო პერიოდში მინახავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …