მთავარი / სიახლეები / მარკიზიო: „იუვე“ ჩემი ცხოვრების ორ მესამედზე მეტი იყო”

მარკიზიო: „იუვე“ ჩემი ცხოვრების ორ მესამედზე მეტი იყო”

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ნახევარმცველმა და „იუვენტუსის“ ლეგენდამ კლაუდიო მარკიზიომ წარსული გაიხსენა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვე“ მისი ცხოვრების ორი მესამედი იყო და მიუხედავად იმისა, რომ „მილანი“ ორჯერ ეპატიჟებოდა, სხვა იტალიურ გუნდში არასდროს გადავიდოდა.

„იუვე“ ჩემი ცხოვრების ორ მესამედზე მეტი იყო. ბავშვი ვიყავი, არც წარმომედგინა ოცნებების ასე ახდენა. ეს საოცარი თავგადასავლი იყო. თავგადასავალი სრულდებოდა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარი იხურებოდა და ვფიქრობდი, რომ გუნდში დავრჩებოდი, თუმცა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კონტრაქტის გაწყვეტა, ეს ჩემთვის ადვილი არ ყოფილა, მაგრამ მეც მინდოდა რაღაც შეცვლილიყო. შესაძლოა ყოფილი ნახევარდაცვაში ტრავმები და მეტი დრო მომცემოდა, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში არ მინდოდა კიდევ ერთი წელი ბოლო არჩევანი ვყოფილიყავი. 2016 წელს მიღებული მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ სხვა ფიზიკური პრობლემები არ მქონია. ვიმედოვნებდი, რომ მეტი შანსი მომეცემოდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი გუნდი პირველ ადგილზე დამეყენებინა. ალეგრი ამ ტრავმის შემდეგ ისე აღარ მიყურებდა, როგორც მანამდე და მას სხვა არჩევანი ჰქონდა.

„იუვეს“ ძალიან ბევრი მივეცი, მაგრამ „იუვემაც“ ბევრი მომცა. არაფერს ვნანობ. ფეხბურთში, როგორც ცხოვრებაში, სიყვარულში დგება ისტორიის დასრულების მომენტი. საბოლოო ჯამში გამიმართლა, რაც შევძელი. ჩემპიონთა ლიგის ორი და ევროპის ჩემპიონატის ერთი ფინალი წავაგე, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ 7 სკუდეტო მოვიგე. მახსოვს, როდესაც ანიელისთან პირველი კონტრაქტი გავაფორმე, იმ პერიოდში მეშვიდე ადგილზე გავდიოდით და ვუთხარი: იმედი არ გინდა, რომ იყო პრეზიდენტი, რომელსაც არაფერი მოუგია, ისევე, როგორც მე არ მინდა ვიყო ერთ-ერთი უშვიათესი იუვენტინო, რომელსაც არაფერი მოუგია.

„მილანი“ ორჯერ მიწვევდა. ერთხელ ალეგრის მწვრთნელობის დროს და მეორედ მონტელას. ყოველთვის მქონდა ბევრი წინადადება როგორც იტალიიდან, ისე ევროპიდან. ჩემთვის „იუვენტუსის“ შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდი „მილანი“ იყო, თუმცა, სხვა იტალიურ გუნდში არასოდეს გადავიდოდი.

რონალდუ? ძალინ ბევრს მუშაობს, ყველა ასპექტში. ის ნამდვილი მაგალითია. ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მთავარი კაცია? -დიახ და მანაც იცის, რომ ეს პასუხისმგებლობა აკისრია. „ატლეტიკოსთან“ სამჯერ დაარტყა და სამი გოლი გაიტანა. „იუვეს“ მასთან ერთად მეტი შანსი აქვს, მაგრამ გარანტირებული მაინც არაფერია“, – განაცხადა მარკიზიომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …