ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის ტურნეს აშშ-ში არ გაატარებს და შესაბამისად, ზაფხულის საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც New York Times-ი იტყობინება, ასეთ ნაბიჯს ტურინელები კრიშტიანუ რონალდუს გამო გადადგამენ. საქმე ისაა, რომ კეტრინ მაიორგას საქმიდან გამომდინარე „იუვეს“ სურს თავიდან აიცილოს დიპლომატიური ინციდენტები.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გავლენიანმა გამოცემამ სრულიად საპირისპირო ცნობა გაავრცელა, “იუვენტუსმა” ამერიკულ ტურნეში მონაწილეობის საკითხი დღეს ტვიტერის გვერდზე ოფიციალურად დაადასტურა.
თუ ამერიკული გამოცემის ვერსია გამართლდა, „იუვენტუსი“ დიდი ალბათობით წინასასეზონო შეკრებას აზიაში გაივლის. 2014-2016 წლებში „ბებერი სინიორა“ ჩინეთსა და აზიაში იმყოფებოდა, ხოლო ამერიკულ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე 2017-2018 წლებში თამაშობდა.