რადიო RMC Sport-ის დირექტორი ნიკოლო ჩეკარინი მიიჩნევს, რომ ფლორენციის „ფიორენტინას“ შემტევის, ფედერიკო კიეზას შეძენა მხოლოდ ტურინის „იუვენტუსს“ შეუძლია.
„კიეზა? „ნაპოლი“ არ ნებდება, მაგრამ „ფიორენტინა“ დიდ ფულს ითხოვს. მხოლოდ „იუვენტუსს“ შეუძლია მისი ყიდვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ დუგლას კოშტას გაყიდის“, – განაცხადა ჩეკარინიმ.
შეგახსენებთ, რომ კიეზას „იუვეს“ დიდი ხანია უკავშირებენ. 21 წლის ტალანტი ამ დროისთვის 50 მილიონ ევროდ ფასობს.