ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი გერმანიის ნაკრებში არ გამოიძახეს. შედეგად, მას სხვებთან შედარებით უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვს და Bild-მა სწორედ ამით ისარგებლა.
მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც სწორედ სანაკრებო თემით დაიწყო.
„ეროვნული ნაკრები? – ნაკრებში არგამოძახებაზე კომენტარი სხვამ უნდა გააკეთოს, მაგრამ უცხოეთში ჩემი თამაში სხვაგვარად ფასდება გერმანიასთან შედარებით. მინდა, ნაკრებში ისევ ვითამაშო და ლიდერიც ვიყო. მუნდიალი? ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშე და გამოძახების იმედი მქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება მაინც მივიღე, რადგან იქამდე 2 თვე ტრავმა მქონდა. იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან სამწვრთნელო შტაბიდან არავინ დამიკავშირდა, რომ ვითარება აეხსნათ.
„ატლეტიკოსთან“ ჩემი პოზიცია? – ასეთ სტილში არასდროს მითამაშია. ხან სამი მცველით ვიყავით, ხანაც ოთხი. ალეგრი გენიაა, ეს მისი დიდებული სვლა იყო, რომელმაც 0:2 ჩამორჩენის შემდეგ ევროპაში პირველად გაგვამარჯვებინა. თამაშის დასრულების მერე გასახდელში დიდი ზეიმი იყო, ასეთი რამ იშვიათად მინახავს. ბევრს ჩვენი არ სჯეროდა, მაგრამ გვინდოდა მესიჯი ყველასთვის გაგვეგზავნა: ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ! ახლა გვინდა ჩემპიონობა მოვახერხოთ.
კრიშტიანუ? – მის ჟესტს მე არ ვაფასებ, ეს იყო გოლის აღნიშვნა. ის საოცარი ფეხბურთელია, მასთან თავს კარგად ვგრძნობ, ბედნიერი იყო თავისი ჰეთ-თრიქით. მშვიდი ადამიანია, რომელიც მიწაზე რჩება. ჩვეულებრივი ადამიანი და ვამაყობ, რომ მასთან ერთად ვთამაშობ“, – განაცხადა ემრე ჯანმა.