ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ჰოლანდიელ ჟურნალისტ დავიდ ენდტს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ტურინელებმა 1996 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი დოპინგის ხარჯზე მოიგეს.
ალესიოს თქმით, ენდტი სამარცხვინო ადამიანია და იმედი გამოთქვა, რომ მისი სიტყვები „იუვესთვის“ დამატებითი სტიმული იქნება „აიაქსის“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოსაგდებად.
„წავიკითხე დავიდ ენდტის სიტყვები და მინდა ვუთხრა, რომ სამარცხვინოა. ის გუნდი შეკრების პირველივე დღიდან ბევრს მუშაობდა და სერიოზულად ემზადებოდა ოცნების ასახდენად. ტურინში თასის წაღებისთვის. ჩვენ ამას დამსახურებულად მივაღწიეთ და ბევრი მსხვერპლი გავიღეთ. ასე, რომ მრცხვენია და ვიმედოვნებ, რომ „იუვეს“ ფეხბურთელებისთვის ეს სიტყვები „აიაქსის“ დასამარცხებლად დამატებითი მოტივაცია იქნება“, – განაცხადა ტაკინარდიმ.