მარიო მანჯუკიჩი და „იუვენტუსი“ თანამშრომლობას გააგრძელებენ. Tuttosport-ის ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელი კლუბთან უკვე შეთანხმდა და ხელშეკრულებას ერთი წლით გაახანგრძლივებს.
ბალკანელს მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, ხოლო ახალი შეთანხმების საფუძველზე ტურინში 2021 წლამდე დარჩება და სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს. ყველაფერი გადაწყვეტილია და ინფორმაცია ოფიციალურად სულ მალე უნდა დადასტურდეს.
შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი „იუვენტუსმა“ 2015 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ შეიძინა. მას შემდეგ მარიო ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.