ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა „ლივერპულის“ ინტერესის სფეროშია. Tuttomercato-ს ინფორმაციით, არგენტინელი შემტევი იურგენ კლოპის სიაში პირველია.
გერმანელს „წითლების“ შეტევის გაძლიერება უნდა და ამისთვის დიბალა იდეალურ კანდიდატად ესახება. აღსანიშნავია, რომ დიბალას „ინტერსაც“ აქტიურად უკავშირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში არაერთო ცნობა გავრცელდა დიბალა-მაურო იკარდის შესაძლო ბარტერის შესახებ.
პაულო მიმდინარე სეზონში არცთუ შედეგიანად თამაშობს და ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაშიც დაკარგა ადგილი. კონტრაქტი „იუვესთან“ 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.