ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა ზაფხულში ხუან კუადრადომ დატოვოს. Calciomercato-ს ცნობით, კოლუმბიელ ინგლისიდან, ესპანეთიდან და იტალიიდან მსურველები არ აკლია.
ამასთან, ტურინში შეუცვლელი ფიგურაა აღარაა. სამხრეთ ამერიკელი დეკემბრიდან მოყოლებული ტრავმირებულია და ჩემპიონთა ლიგის განაცხადში საერთოდ არ იმყოფება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და თუ „იუვენტუსი“ დამდეგ ზაფხულს არ გაასხვისებს, მერე ტურინის დატოვება უფასოდ შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის კუადრადო „იუვეში“ 2015 წლიდან თამაშობს და დღემდე 130 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.