კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი შედეგიანი საჯარიმო დარტყმებით ბოლო 8 წლის განმავლობაში უკონკურენტოა. არგენტინელი არათუ ფეხბურთელებს, არამედ გუნდებსაც სჯაბნის.
ერთადერთი გამონაკლისი „იუვენტუსია“. 2011-2012 წლების სეზონიდან მოყოლებული მესიმ 25 ჯარიმა გაიტანა, ხოლო „იუვემ“ ამავე პერიოდში – 29.
ეს დიდწილად ანდრეა პირლოს დამსახურებაა, რომელსაც 15 ჯარიმა აქვს გატანილი. ასევე მირალემ პიანიჩისა და პაულო დიბალას.
2011-2012 წლების სეზონიდან კი, ტოპ ჩემპიონატებში გატანილი ჯარიმების მაჩვენებელი ასეთია:
„იუვენტუსი“ – 29 ჯარიმა
ლიონელ მესი – 25
„რეალი“ – 24
„ლიონი“ – 22
„რომა“, პსჟ – 21
„ლივერპული“ – 19