ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შესანიშნავ ფორმაშია და რეკორდიც დაამყარა. „სპალთან“ გატანილი გოლი პორტუგალიელისთვის „იუვეს“ მაისურით მეათე გამოდგა და კლუბის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოახერხა ზემოხსნებული რაოდენობის გოლების გატანა.
კრიშტიანუს საწყისი 10 გოლის გასატანად, მხოლოდ 16 მატჩის ჩატარება დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ 9 გოლი სერია A-ში, ხოლო 1 ჩემპიონთა ლიგაზე მიითვალა.