ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი კლუბის ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით საუკეთესო ხუთეულშია. ჯორჯომ „სპალის“ წინააღმდეგ ბოლო წუთები ითამაშა და ეს ტურინელთა რიგებში მისთვის 483-ე თამაში გამოდგა.
შედეგად, კიელინი რობერტო ბეტეგას გდაასწრო და ახლა მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.
იტალიელი მცველი მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს (705 თამაში), ჯანლუიჯი ბუფონს (656), გაეტანო შირეას (552) და ჯუზეპე ფურინოს (528) ჩამორჩება.