ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „სპალთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.
პორტუგალიელმა თავისი გოლის ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა:
„ბედნიერი ვარ, რომ გუნდს კიდევ ერთ მნიშნელოვან გამარჯვებაში დავეხმარე“, – წერს კრიშტიანუ.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ „სპალი“ რონალდუსა და მარიო მანჯუკიჩის გოლებით დაამარცხა. პორტუგალიელი კი, „იუვეს“ ისტორიაში გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე სწრაფად გაიტანა საწყისი 10 გოლი (16 მატჩში).
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი