მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია”

ბონუჩი: “სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „სპალთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ ახლა კონცენტირებულნი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე არიან.

„სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია. დღეს მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ და სატურნირო ცხრილის სათავეში დავრჩით. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, განსაკუთრებით გუნდური თვალსაზრისით.

ახლა სამშაბათისთვის ვემზადებით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაციის საკითხი დავხუროთ და შემდეგ პირველი ადგილისთვის „იანგ ბოიზს“ ვეთამაშოთ.

მანჯუკიჩი? – მარიო ყოველთვის მნიშნველოვანი ფიგურაა თავისი ქარიზმითა და ხასიათით. კმაყოფილი ვარ, რომ გოლის გატანა მოახერხა. კრიშტიანუც დიდი პროფესიონალი და შრომისმოყვარეა. „იუვენტუსმა“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი შეიძინა“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სერია A-ში 13 ტურის შემდეგ 37 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ვალენსიასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …