მთავარი / სიახლეები / ბენტანკური: “ახლა “ვალენსიასთან” მატჩზე ვფიქრობთ”

ბენტანკური: “ახლა “ვალენსიასთან” მატჩზე ვფიქრობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა „სპალთან“ გამარჯვებას მნიშვნელოვანი უწოდა და დასძინა, რომ ახლა გუნდი „ვალენსიასთან“ გასამართ შეხვედრაზე ფიქრობს.

„ამჟამად უწყვეტობას ვგრძნობ, რადგან მუდმივად ვთამაშობ. ვწუხვარ, რომ ჩემს თანაგუნდელებს ტრავმები აქვთ და ვცდილობ, რომ შანსი საუკეთესოდ გამოვიყენო. დღეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეროვნული ნაკრებებიდან დაბრუნების შემდეგ თამაში ადვილი არაა. თუმცა, ჩვენ მიზანს მივაღწიეთ. ახლა „ვალენსიასთან“ მატჩზე ვფიქრობთ, უმნიშვნელოვანესი თამაშია, რადგან შემდეგი ეტაპის საგზური უნდა მოვიპოვოთ“, – თქვა ბენტანკურმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სერია A-ში 13 ტურის შემდეგ 37 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ვალენსიასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …