ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპალთან“ (2:0) შეხვედრა შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ეს არ იყო ადვილი გამარჯვება, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.
„ეს არ ყოფილა ადვილი გამარჯვება. ბოლო 10 სანაკრებო პაუზის შემდეგ მხოლო 20 ქულა მოვიპოვეთ, უფრო ნაკლები, ვიდრე ჩვენმა კონკურენტებმა. „სპალი“ დაცვაში კარგად თამაშობდა და თამაშის დასაწყისში გარკვეული პრობლემებიც შეგვიქმნა. მეორე ტაიმში კი ვიპოვეთ ჩვენი თამაში დუგლას კოშტას, რონალდუსა და მანჯუკიჩის სწორი თამაშის წყალობით.
დუგლას კოშტა – სეზონი კარგად დაიწყო. შემდეგ ჰქონდა რთული პერიოდი, მაგრამ ახლა კარგადაა და შესანიშნავი თამაში ჩაატარა, თუნდაც ხასიათის თვალსაზრისით.
ბენტანკური – ძალიან მოუმატა, როგორც ბურთის ფლობის, ისე პრესინგის კომპონენტში. რა თქმა უნდა, ზრდა კიდევ უნდა გააგრძელოს და მაგალითი აიღოს ისეთი ფეხბურთელისგან, როგორიც კრიშტიანუა. მას ეს სჭირდება. დღეს მეტოქის კართან ახლოს ნაკლებად თამაშობდა, რადგან გვინდოდა, რომ მეტოქის კონტრშეტევები თავიდან აგვერიდებინა. თუმცა, ცალსახაა, რომ ბოლო თამაშებში გაიზარდა“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სერია A-ში 13 ტურის შემდეგ 37 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ვალენსიასთან“ ჩაატარებს.