ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-12 ტურში „მილანს“ დაუხვდება. „ბებერი სინიორას“ რიგებში კარგი ამბავია, რადგან გუნდს ხუან კუარდადო დაუბრუნდება.
კოლუმბიელმა „ლოკომოტივთან“ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა და „მილანთან“ მოედანზე გასვლა შეეძლება. გარდა ამისა, კარგად მიმდინარეობს მატიას დე ლიხტის გამოჯანმრთელების პროცესიც.
ჰოლანდიელი სავარაუდოდ კვირისთვის მზად იქნება და მოედანზე გასვლას შეძლებს. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, რომელსაც მცირე პრობლემა ჰქონდა ფეხზე, ისიც კარგადაა და „როსონერის“ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მატჩი 10 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.