ტურინის „იუვენტუსში“ პორ პოგბას დაბრუნება უფრო მეტად რეალურია, ვიდრე ფანტაზია. ფრანგმა ფეხბურთელმა ორი დღის წინ ლეონარდო ბონუჩის ინსტაგრამში კომენტარი დაუწერა: Capitanooooo!
ეს ადასტურებს, რომ პოგბას „იუვენტუსისადმი“ ლტოლვა არ დასრულებულა და დიდი სიამოვნებით დაბრუნდება ტურინში.
Tuttosport-ი კი, წერს, რომ ვინაიდან, „მანჩესტერს“ რთული პერიოდი აქვს და პოგბას ინგლისის დატოვება ძალიან უნდა. „წითელ ეშმაკებს“ ემრე ჯანი და მარიო მანჯუკიჩი აინტერესებთ, ხოლო მათი გარიგებაში ჩართვა ტურინელებს შეუძლიათ.
არ უნდა დავივიწყოთ მინო რაიოლას ფაქტორიც, რომელსაც „იუვეს“ ხელმძღვანელებთან კარგი ურთიერთობა აქვს.