კვირას, ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს ცენტრალურ მატჩი „მილანს“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ მაურიციო სარის თავის სამწვრთნელო კარიერაში „როსონერისთან“ არასდროს წაუგია.
„ნაპოლიში“ მოღვაწეობის პერიოდში სარი „მილანს“ 6-ჯერ დაუპირისპირდა და 4 თამაში მოიგო, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
გარდა ამისა, 2014-2015 წლების სეზონში, როდესაც მაურიციო „ემპოლის“ ედგა სათამაში, არც მაშინ დაამრცხებულა – ტოსკანაში ფრე 2:2 და მილანშიც ფრე, ოღონდ 1:1.
სარი ეცდება ლომბარდიელებთან დაუმარცხებელი სვლა ისევ გააგრძელოს. იგივე ამოცანის წინაშე „იუვეც“ დგას, რომელსაც „ალიანც სთედიუმზე“ ჩატარებული ყველა თამაში „მილანთან“ მოგებული აქვს და შავ-წითლებისთვის ფრეც დღემდე სანატრელია.
შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი 10 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.